weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

 „მეღვინეობა შილდა“ მწვანე არქიტექტურის საუკეთესო მაგალითად დასახელდა

17:27 ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019

ყვარელში მდებარე „მეღვინეობა შილდას“ სადეგუსტაციო ცენტრი, მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო მწვანე არქიტექტურის მქონე შენობებს შორის დასახელდა. მწვანე არქიტექტურის ხუთი ბრწყინვალე ნიმუშის შესახებ Euronews-ი წერს.

გამოცემის თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში არაორდინალური ღვინის საწარმო საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია X-architecture-მა ააშენა.

„შენობის ფორმა ზუსტად შეესაბამება შილდის გარემო პირობებსა და ღვინის ხარისხს. შენობა პირდაპირ ვენახშია განთავსებული და ზემოდან მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია. ნიადაგის სითბური მასა გამოყენებულია ნაგებობის გაგრილებსთვის, ფასადის უდიდესი ნაწილი კი მიმართულია ჩრდილოეთისკენ, რათა მზის პირდაპირი სხივები თავიდან იქნეს აცილებილი და ენერგიის დანაკარგი შემცირდეს. ეს შენობა უდავოდ ჩვენი ფავორიტია“, – წერს Euronews-ი.

მათივე ცნობით, მწვანე არქიტექტურის სხვა ოთხი საუკეთესო მაგალითი კანადაში, გერმანიაში, სინგაპურში, რუმინეთსა და გვატემალაში მდებარეობს.

ცოტა ხნის წინ „მეღვინეობა შილდა“ ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს გამარჯვებული გახდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კომპანია რეგიონში პირველი გარემოს მიმართ მეგობრული ღვინის მწარმოებელია, რომელმაც 60%-ით შეამცირა ენერგიის მოხმარება და წლიურად კომუნალურ გადასახადებზე 60 000 ევროზე მეტს ზოგავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]